სახელოსნო

...
ხისა და ქვის მხატვრული დამუშავების სახელოსნო

595 501 107

emzari33@gmail.co

იურიდიული პირი
შიდა ქართლი

რუკაზე ნახვა

ემზარ კუხალაშვილი ხეზე კვეთის ოსტატია ქალაქ გორიდან. ის მრავალი წელია მუშაობს ტრადიციული რეწვის დარგში და მისი მთავარი ინსპირაციის წყარო ქართული შუასაუკუნეების საეკლესიო არქიტექტურა და ტრადიციული ორნამენტებია.
ხეზე კვეთის პარალელურად ის მუშაობს ქვასა და თაბაშირზე. ოსტატი ძირითადად ქმნის საეკლესიო ნივთებს, ავეჯს, სამუზეუმო ასლებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს და სხვადასხვა ინტერიერის აქსესუარებს.
ხეზე კვეთის ოსტატის შესრულებული წმინდანთა სახეები, ორნამენტები და ჩუქურთმები გამოირჩევა შესრულების მაღალი ხარისხით და დახვეწილი დიზაინით. აღსანიშნავია ემზარ კუხალაშვილის განსაკუთრებული როლი პედაგოგიურ საქმიანობაში, რადგან მან რეგიონში არაერთ ახალგაზრდას ასწავლა ხეზე კვეთის ტექნოლოგია, შეაყვარა ეს საქმე და ახალ, დამოუკიდებელ გზაზე დააყენა.
ოსტატის, სახელოსნოში იქმნება ხეზე და ქვაზე კვეთილი საეკლესიო ნივთები, სამუზეუმო ასლები, სუვენირები, ავეჯი, სხვადასხვა ტიპის ინტერიერის აქსესუარები, დეკორატიული კომპოზიციები. 
სერვისები: ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ
დაესწრონ ხის მხატვრული დამუშავების მასტერკლასს.
სამუშაო საათები: შეთანხმებით
ვიზიტის დაახლოებითი ხანგრძლივობა: 2-3 საათი
ჯგუფის მაქსიმალური რაოდენობა: 5-6 ადამიანი
მასტერკლასების ღირებულება: შეთანხმებით
პროდუქციის ღირებულება: 30 ლარიდან
ანგარიშწორების ფორმა: ნაღდი
 

ჩემი ადგილმდებარეობა რუკაზე