სახელოსნო

...
გელა ხუციშვილის იარაღის მხატვრული დამუშავების სახელოსნო

599 193 318

იურიდიული პირი
ქვემო ქართლი

რუკაზე ნახვა

გელა ხუციშვილი მეიარაღე ოსტატია, რომელიც ქმნის მდიდრულად გაფორმებულ ცივ იარაღს: სანადირო და სამაგიდო დანებს, ხმლებს, ტრადიციულ იარაღს. ოსტატი ვადაჯვრებად იყენებს თითბერისა და ვერცხლის შენადნობებს. იარაღი გრავირებულია მდიდრული ორნამენტით, ხოლო ტარი უმეტესად შემკულია ძვირფასი ქვებით. ოსტატი ასევე იყენებს ოქროსა და ვერცხლის ზარნიშის ტექნოლოგიას. ქარქაშის მასალად უმეტესად გამოყენებულია კაკლის ფესვი, სპილოს ეშვი და სხვადასხვა ძვირფასი მასალა.

სერვისები: ლითონზე გრავირების მასტერკლასი.
სამუშაო საათები: შეთანხმებით
ვიზიტის დაახლოებითი ხანგრძლივობა: 1-2 საათი
ჯგუფის მაქსიმალური რაოდენობა: 2-3 ადამიანი
მასტერკლასების ღირებულება: შეთანხმებით
პროდუქციის ღირებულება: შეთანხმებით
ანგარიშსწორების ფორმა: ნაღდი, გადარიცხვა
საკონტაქტო პირი: გელა ხუციშვილი, +995 599193318
GPS კოორდინატები: რუსთავი, ბათუმის ქ. #25,

ჩემი ადგილმდებარეობა რუკაზე