სახელოსნო

...
ნატალია წიკლაურის სახელოსნო-სალონი

555 232 312

იურიდიული პირი
ქვემო ქართლი

რუკაზე ნახვა

ნატალია წიკლაური ცნობილი კერამიკოსი და გამოცდილი პედაგიგოა. იგი წლებია ასწავლის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მას საკუთარი სახელოსნო-სალონი აქვს რუსთავში. ოსტატი ქმნის სხვადასხვა ფორმისა და ზომის შავპრიალა და მოჭიქული კერამიკის ჭურჭელს: დოქებს, ჭიქებს, ფიალებს, გარდა ამისა, სახელოსნოში მზადდება კერამიკული სამკაული: ბეჭდები, გულსაკიდები, საყურეები.

სერვისები: სახელოსნო ვიზიტორებს სთავაზობს თიხასთან მუშაობის თეორიულ ექსკურსს და თიხით ძერწვის და მოხატვის მასტერკლასს.
სამუშაო საათები: შეთანხმებით
ვიზიტის დაახლოებითი ხანგრძლივობა: 1.30-2 საათი
ჯგუფის მაქსიმალური რაოდენობა: 4-6 ადამიანი
მასტერკლასების ღირებულება: ადამიანი 25-30 ლარი
პროდუქციის ღირებულება: 5-100 ლარი
ანგარიშსწორების ფორმა: ნაღდი, გადარიცხვა
საკონტაქტო პირი: ნატალია წიკლაური, +995 555232312

ჩემი ადგილმდებარეობა რუკაზე