სახელოსნო

...
პაატა საბაშვილის ტიხრული მინანქრისა და ჭედურობის სახელოსნო

593 909 499

იურიდიული პირი
ქვემო ქართლი

რუკაზე ნახვა

პაატა საბაშვილი ტიხრული მინანქრისა და ჭედურობის ოსტატია. იგი ამავდროულად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ოსტატი ამზადებს ჯვრებს, ხატებს, ბარძიმებს, მოჭედილ, მომინანქრებულ და ძვირფასი ქვებით მორთულ სახარებებს და ასევე კომპოზიციებს, როგორც ტიხრული, ისე ფერწერული მინანქარის ტექნიკაში.

სერვისები: ვიზიტორებს საშუალება აქვთ დაესწრონ და მონაწილეობა მიიღონ ფერწერული და ტიხრული მინანქრის, ჭედურობისა და საიუველირო საქმის
მასტერკლასებში. სახელოსნოს პირველ სართულზე განთავსებულ გალერეაში შესაძლებელია ოსტატის მიერ შექმნილი ნამუშევრების შეძენა.
სამუშაო საათები: შეთანხმებით
ვიზიტის დაახლოებითი ხანგრძლივობა: 1-1.30 საათი
ჯგუფის მაქსიმალური რაოდენობა: 4-7 ადამიანი
მასტერკლასების ღირებულება: შეთანხმებით
პროდუქციის ღირებულება: 50-5000 ლარი
ანგარიშსწორების ფორმა: ნაღდი, გადარიცხვა
საკონტაქტო პირი: პაატა საბაშვილი, +995 593909499
GPS კოორდინატები: რუსთავი, დ. კლდიაშვილის ქ. #9

ჩემი ადგილმდებარეობა რუკაზე