სახელოსნო

...
სტუდია "ჰობი ჰაუსი"

592 261 188

marina.tsikarishvili@yahoo.com

იურიდიული პირი
ქვემო ქართლი

რუკაზე ნახვა

სტუდია “ჰობი ჰაუსი” მდებარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შულავერში. სახელოსნოს ხელმძღვანელმა - მარინა წიქარიშვილმა ადგილობრივი
მულტიკულტურული სივრცე შექმნა, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ახალგაზრდები სწავლობენ როგორც ტრადიციულ რეწვას, ასევე იღებენ ცოდნას მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე. სახელოსნოში იქმნება სათამაშოები, ყაისნაღითა და ჩხირით ნაქსოვი, ნაქარგი და მძივით გაფორმებული აქსესუარები.

სერვისები: სახელოსნო ვიზიტორებს სთავაზობს წვრილი მძივით და ძაფით ქსოვის, ასევე ქარგვის მასტერკლასებს.
სამუშაო საათები: შეთანხმებით
ვიზიტის დაახლოებითი ხანგრძლივობა: 2 საათი
ჯგუფის მაქსიმალური რაოდენობა: 12 ადამიანი
მასტერკლასების ღირებულება: შეთანხმებით
პროდუქციის ღირებულება: 5-60 ლარი
ანგარიშსწორების ფორმა: ნაღდი
საკონტაქტო პირი: მარინა წიქარიშვილი, +995 592261188, +995 557329872
GPS კოორდინატები: შულავერი, მატყლის ქარხნის დასახლება

ჩემი ადგილმდებარეობა რუკაზე