სახელოსნო

...
ხალიჩების სახელოსნო reWOVEN

599 929 969

იურიდიული პირი
ქვემო ქართლი

რუკაზე ნახვა

სოფელ ქოსალარში მდებარე სახელოსნო „reWOVEN“, რაიან სმიტის მიერ 2015 წელს დაწყებული ხალიჩების აღოძინების პროექტის შედეგად ჩამოყალიბდა. პროექტი ქვემო ქართლსა და კახეთში - ეთნიკური აზერბაიჯანელი მოსახლეობით დასახლებული სოფლებში - ქოსალარსა და იორმუღანლოში მიმდინარეობს. აქ მოქსოვილი ხალიჩები ბორჩალოსა და ყარაჩოპის ჯგუფს განეკუთ ვნება. ისინი გამოირჩევა ქსოვის მაღალი ოსტატობით, სპეციფიკური ორნამენტული დეკორითა და მჟღერი კოლორიტით, სახეებითა და მოტივებით, რომლებიც ქართველებისა და აზერბაიჯანელების საუკუნოვანი თანაცხოვრების ანარეკლია. სახელოსნოში დასაქმებული არიან ადგილობრივი აზერბაიჯანელი ქალები.

სერვისები: სახელოსნო ვიზიტორებს სთავაზობს ამ რეგიონის მეხალიჩეობის ისტორიულ ექსკურსს და ხალიჩების ქსოვის ჩვენებას.
სამუშაო საათები: შეთანხმებით
ვიზიტის დაახლოებითი ხანგრძლივობა: 2.5-4 საათი
ჯგუფის მაქსიმალური რაოდენობა: 8-20 ადამიანი
ვიზიტის ღირებულება: 60 ლარი. გამასპინძლებით
პროდუქციის ღირებულება: 1000 ლარიდან იწყება
ანგარიშსწორების ფორმა: ნაღდი, გადარიცხვა
საკონტაქტო პირი: მაიკ ჩეპმენი, +995 599929969

ჩემი ადგილმდებარეობა რუკაზე