სახელოსნო

...
კოდის სათემო განათლების ცენტრი

555 292 645

იურიდიული პირი
ქვემო ქართლი

რუკაზე ნახვა

კოდის სათემო განათლების ცენტრი მიზნად ისახავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში ჩასახლებული სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციას ადგილობრივ თემში. ცენტრი აქტიურად ატარებს სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო ღონისძიებებს. ცენტრთან არსებობს ტრადიციული რეწვის სახელოსნო, სადაც მიმდინარეობს კერვის, ქსოვის, ქარგვის, თექაზე და მინანქარზე მუშაობის სწავლება.

სერვისები: ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ კერვა, ქსოვა, ქარგვა, თექაზე და მინანქარზე მუშაობა და ამავდროულად, მონაწილეობა მიიღონ ქართული სამზარეულოს მასტერკლასში.
სამუშაო საათები: შეთანხმებით
ვიზიტის დაახლოებითი ხანგრძლივობა: 3-4 საათი
ჯგუფის მაქსიმალური რაოდენობა: 6-15 ადამიანი
მასტერკლასების ღირებულება: შეთანხმებით
პროდუქციის ღირებულება: 5-100 ლარი
ანგარიშსწორების ფორმა: ნაღდი, გადარიცხვა
საკონტაქტო პირი: ნინო ელიაური, +995 555292645,
მადონა ოქროპირიძე, +995 591410274

ჩემი ადგილმდებარეობა რუკაზე