აჭარაში ტრადიციული რეწვის სწავლება და სახელოსნოების განვითარება

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ასოციაციამ განახორციელა პროექტი „ტრადიციული რეწვის სწავლება და სახელოსნოების განვითარება“, პროექტის მიზანი ტრადიციული რეწვის დაკარგვის პირას მყოფი, უნიკალური დარგების შენარჩუნება და განვითარებაა. პროექტის ფარგლებში კონკურსის წესით შეირჩა 5 სახელოსნო აჭარის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გარდა ბათუმისა. ძირითადად პრიორიტეტი მიენიჭა დაკარგვის პირას მყოფი რეწვის დარგებს, კონკურსში გამარჯვებული ოსტატები:

  1. თემურ არძენაძე- სოფ. დანდალო, ქედის მუნიციპალიტეტი ჭიბონის სახელოსნო; პროექტი აჭარისთვის ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტის - ჭიბონის სწავლებას ისახავდა მიზნად. ოსტატი დარგის ერთ-ერთი იშვიათი გამგრძელებელია, რაც განსაკუთრებულ დასაც ფასეულობას წარმოადგენს.
  2. მერაბ შარაშიძე და მეხდირესულ ართმელაძე- სოფელი ხაბელაშვილები, შუახევის მუნიციპალიტეტი ხალხური საკრავების (ფანდური, ჩონგური, დოლი) სახელოსნო;
  3. შუშანა გორგაძე- სოფ. ღორჯომი, ხულოს მუნიციპალიტეტი ღორჯომული ფარდაგის სახელოსნო; პროექტი ითვალისწინებდა დაკარგვის პირას მყოფი სოფ. ღორჯომისთვის დამახასიათებელი ფარდაგების ქსოვის ტექნიკის აღორძინებას და ადგილობრივი ქალბატონებისათვის ცოდნის გადაცემას.
  4. იუსუფ ირემაძე- სოფ. ღორჯომი, ხულო კოთხოების ოსტატი (კოთხო საკვების შესანახი ხის ჭურჭელია); კოთხოები ტრადიციული სურსათის შესანახი ხის სათავსოებია, რომელიც დასავლეთ საქართველოში, კერძოდ გური-აჭარაშ იყო გავრცელებული. ოსტატი აღნიშული ტრადიციის ერთადერთი მატარებელია აჭარის რეგიონში.
  5. მირიან ნუმანიშვილი- სარფი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ლაზური ნავების სახელოსნო. პროექტი ასევე დაკარგვის პირას მყოფი ლაზური, ხის ნავების სწავლებას ისახავდა მიზნად. აჭარის რეგიონში შერჩეული ოსტატი დარგის ერთადერთი გამგრძელებელია.

ყველა სახელოსნოში 30-მდე შეგირდი მომზადდა, რომლებმაც შეისწავლეს ხელობას 4 თვის მანძილზე. გარდა ამისა, თითოეული სახელოსნოსთვის ჩატარდა ტრენინგები სახელოსნოების მართვის და ახალგაზრდების ჩართულობის მიმართულებით. 

12