ტრადიციულ მოტივებზე შექმნილი ახალი პროდუქცია

ტრადიციული რეწვის ასოციაციის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და Sozialuri Kapitali თანამშრომლობით სხვადასხვა ოსტატების ერთობლივი მუშაობის შედეგად ახალი პროდუქციის ხაზები შეიქმნა.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა შექმნილიყო ინიციატივა, რომელიც თავს მოუყრიდა ხელნაკეთი ნივთების მწარმოებელთა განსხვავებულ ჯგუფებს, როგორიცაა ყოფილი მსჯავდებულები, პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები, დიზაინერები და ტრადიციული რეწვის ოსტატები. მისი მიზანი იყო პროტოტიპების დამზადება და მათი მეშვეობით ადგილობრივი და ტურისტული ბაზრისთვის ახალი პროდუციის განვითარება.
პროექტის ფარგლებში სხვადახვა თემაზე ჩატარდა ოთხი ვორქშოფი, მათ შორის შეიქმნა სპეციალური საახალწლო პროდუქციის ხაზი და სხვა კოლექციები, რომელთა დიზაინში თანამედროვე ბაზარზე მოთხოვნად ფუნქციურ ჯგუფებთან შერწყმულია ტრადიციული ქართული მოტივები და ორნამენტული სახეები. პროტოტიპები დამზადდა სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცათ აემაღლებინათ თავინთი უნარები ტექნოლოგიურ პროცესებზე და გაეზიარებინათ ცოდნა დანარჩენი მონაწილეებისთვის. ყოფილ მსჯავრდებულთა ჩართვა პროექტში მიზნად ისახავდა მათი სოციალიზაციის ხელშეწყობას და შემდგომი დასაქმებისთვის წინაპიროებების შექმნას.
ოსტატიების მიერ შექმნილი პროდუქცია, რომელიც ერთი მხრივ ადგილობრივი კულტურის ელემენტების მატარებელია, ხოლო, მეორე მხრივ, თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებთან არის შესაბამისობაში მიმზიდველია როგორც ტურისტისთვის, ასევე ადგილობრივი მომხმარებლისთვის.

პროექტის პარტნიორები არიან: სოციალური კაპიტალი და დანაშაულის პრევენციის ცენტრი 

21