ტრადიციული რეწვის ოსტატების ბიზნეს უნარების გაძლიერება ახმეტის მუნიციპალიტეტსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

პროექტი მიზნად ისახავდა ტრადიციული რეწვის ოსტატების ბიზნეს უნარების გაძლიერებას ახმეტის მუნიციპალიტეტში/თუშეთსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. პროექტი მოიცადა არსებული რესურსების წინასწარ კვლევას, პოტენციურ ბენეფიციართა შერჩევას და პროდუქტის განვითარების ტრენინგებს, ვორქშოპებსა და ინდივიდუალურ კონსულტაციებს ბაზარზე ორიენტირებული ხელნაკეთი პროდუქციის ახალი ხაზების შემუშავების მიზნით. ახმეტის მუნიციპალიტეტში/თუშეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში წინასწარი კვლევების საფუძველზე შეირჩა ბენეფიციარები. აქტივობების პირველი ნაწილი მოიცავდა ზოგად ტრენინგებს ბიზნეს უნარების (ფინანსური საკითხები) და რეწვის პროდუქტების განვითარებაში.

ტრენინგები

ახმეტის მუნიციპალიტეტში და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში  ჩატარდა 2 ტრენინგი ხელნაკეთი პროდუქციის განვითარებასა და ბიზნეს უნარების გაძლიერებაში.

ტრენინგები მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • საერთაშორისო და ადგილობრივი რეწვის ბაზრის მოთხოვნები (ხელნაკეთი პროდუქციის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა);
  • რეწვის ბაზრის ტენდენციები მსოფლიოში
  • წარმოების დივერსიფიკაცია: ახალი ფუნქციონალური ჯგუფები, ინოვაციური დიზაინები, კოლექციები (ადგილობრივი ტრადიციები, მუზეუმის ობიექტები და ტექნიკა, როგორც შთაგონების წყარო)
  • ნამუშევრის ბრენდინგი და პრეზენტაცია: ლოგოები, შეფუთვა საინფორმაციო ტეგები და მათი მნიშვნელობა
  • ხარისხი და სტანდარტები - საერთაშორისო ზომა, ფერი, მასალის სტანდარტები
  • რეწვის პროდუქციის წარდგენა, თანამედროვე გამოფენის მეთოდები.

ბიზნეს უნარების განვითარების ტრენინგი

ტრენინგები მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • რეწვის ბიზნესის სამართლებრივი სტატუსი (დადებითი და უარყოფითი მხარეები)
  • სტარტაპებისთვის სახსრების მოზიდვის შესაძლებლობები
  • მარკეტინგული არხები და კლიენტებთან კომუნიკაცია
  • პროდუქტის ფასი;
  • სოციალური მედიის მენეჯმენტი;
  • ხელოსნობის პროდუქტები და ინტელექტუალური საკუთრების უფლება

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრადიციული რეწვის სახელოსნოების პირველი საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც გაიმართა ახალციხის ციხის ტერიტორიაზე 14-16 სექტემბერს. ფესტივალი ორგანიზებული იყო საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ. ფესტივალმა შეკრიბა 100 ხელოსანი საქართველოდან და საზღვარგარეთიდან, რათა ეჩვენებინა ხელოსნობის სფეროების მრავალფეროვნება და გაეუმჯობესებინა ხელოსნების სახელოსნოების ინტეგრაცია ტურისტულ მარშრუტებში. პროექტის ბენეფიციარებს ახმეტის მუნიციპალიტეტიდან და სამცხე ჯავახეთის რეგიონიდან (30 მონაწილე) ჰქონდათ საშუალება წარმოედგინათ და გაეყიდათ თავიანთი ნამუშევრები ფართო საზოგადოებისთვის და ამავდროულად გაეცნოთ სხვა ოსტატების ნამუშვრები.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ინფო ტური ტურტისტული სააგენტოებისთვის და ასევე ტრენინგი ტრადიციული რეწვის სახელოსნოებისთვის ტურისტული სერვისის გაუმჯობესებისთვის.

გამოიცა ტრადიციული რეწვის სახელოსნოების გზამკვლევი ახმეტის მუნიციპალიტეტის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ოსტატებისთვის. ორენოვანი გზამკვლევი ვიზიტორს აწვდის ინფორმაციას იმ სერვისების შესახებ, რომელსაც თითოეულ სახელოსნოს შეუძლია შესთავაზოს ვიზიტორს და სხვა სასარგებლო ინფორმაციას, როგორიცაა ვიზიტის საათები, GPS კოორდინატები და ა.შ. აღნიშნული გზამკვლევები გავრცელდა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში, განსაკუთრებით სამიზნე რეგიონებში.

პროექტის დასკვნით ნაწილში ჩატარდა ადგილობრივი ხელოსნობის პროდუქციის გამოფენა, საჩვენებელი აქტივობები, თელავის ისტორიული მუზეუმში.
ღონისძიებამ ფართო საზოგადოებას აჩვენა ახმეტის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარების ნამუშევრები, გარდა ამისა, აქტივობამ ხელის შეუწყო რეწვის ოსტატების პროდუქციის მარკეტინგსა და მუზეუმთან შემდგომი ქსელური ურთიერთობის საკითხებში. ბაზრობაზე საკუთარი პროდუქციის ჩვენების შესაძლებლობა პროექტის 20-მდე ბენეფიციარს ჰქონდა.

16