წეროვანი - ტრადიციული ხელოსნობის ცენტრი: ხეზე კვეთა დევნილი ახალგაზრდობის დასაქმებისთვის

წეროვანში საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციაციამ თავისი წევრი სოციალურად დაუცველი და წეროვანში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ხის ოსტატის ზაზა გათენაშვილის სახელოსნოს გახსნა.

პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. წინამდებარე პროექტი ითვალისწინებდა დევნილი ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების ცენტრის შექმნას, კერძოდ წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ახალგაზრდობითვის ხის მხატვრული დამუშავების სახელოსნოს აშენებასა და იარაღ-დანადგარებითა და მასალით აღჭურვას. ამავდროულად, პროექტი მოიცავს ბაზარზე ორიენტირებული პროდუქციის განვითარებაში ტრენინგებს, პროდუქციის ახალი ხაზის შექმნას, ბაზარზე ტესტირებას და პოპულარიზაციას, რაც შემდგომში სახელოსნოს ეკონომიკური მდგრადობის მნიშნელოვანი წინაპირობა იქნება.

ხის მხატვრული დამუშავების ოსტატი წეროვანში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირია, რომელიც წლებია ტრადიციულ ხელნაკეთ ავეჯს, ხის ყუთებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს და სხვა სახის ხის ნამუშევრებს აკეთებს.

პროექტის ფარგლებში მან მოწაფეებთან და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან თანამშრომლობით უნდა შექმნას პროდუქციის ახალი ხაზი. ზაზა გათენაშვილი 50 –მდე ადგილობრივ და წეროვანის დასახლებაში მცხოვრებ ახალგაზრდას ტრადიციულ ხელობას შეასწავლის. ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდი.

13