შესარჩევი კონკურსი

სიახლეებზე დაბრუნება

 აქსელერატორი სოციალური  ინოვატორებისათვის

სოციალური საწარმოების შესარჩევი კონკურსი 
 
კონკურსის შესახებ:

პროექტი „Greenhouse for Social Innovators” იწყებს განაცხადების მიღებას სოციალური საწარმოების შესარჩევ კონკურსზე. თუ ხართ 18 იდან 36 წლამდე, გაქვთ საკუთარი სოციალური ბიზნესის მართვის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება და სურვილი გაქვთ გაზარდოთ საწარმოს შემოსავლები, გამოიყენოთ ახალი ინსტრუმენტები ბიზნესის განვითარებისთვის, გააკეთოთ საწარმოს დიაგნოსტირება და მიიღოთ პროფესიონალი მენტორების მხარდაჭერა - გთავაზობთ მონაწილეობას აქსელერაციის პროგრამაში.

პროექტი ხორციელდება EU4Youth პროგრამის ფარგლებში და ქართული, უკრაინული და ბელორუსული სოციალური საწარმოებისა და ტრენერების გაერთიანებასა და თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

რას ვთავაზობთ სოციალურ საწარმოებს?
  • კონკურსის ფარგლებში შერჩეული სოციალური საწარმოები სექტემბერში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა სოციალური მეწარმეების ბუთქემფში, ვარშავაში (პოლონეთი). ხუთ დღიანი ბუთქემფი გააერთიანებს სოციალურ საწარმოებს საქართველოდან, უკრაინიდან და ბელორუსიიდან . ბუთქემფის ფარგლებში მენტორების დახმარებით სოციალური საწარმოები მონაწილეობას მიიღებენ მათი ბიზნეს მოდელების 8k მეთოდით დიაგნოსტირებაში.
  •  ბუთქემფის დასრულების შემდეგ საწარმოები ჩაერთვებიან 6 თვიან მენტორობის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც მიიღებენ პროფესიულ მხარდაჭერას საწარმოსთვის პრობლემურ საკითხებზე. 
  • საკონსულტაციო პერიოდის დასრულების შემდეგ, საწარმოებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სპეციალურად ორგანიზებულ ბიზნეს შეხვედრაზე (MEET UP with Businesses) თბილისში.
  • პროექტი უზრუნველყოფს მონაწილეების მგზავრობას, განთავსებასა და კვებას.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
  • საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიული პირებს: (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), კოოპერატივი ან ინდივიდუალური მეწარმე, საქმიანობის მინ. ერთწლიანი გამოცდილებით.
  •  საწარმოებს, რომელთაც აქვთ გამოკვეთილი სოციალური, ეკოლოგიური ან/და კულტურული მისია
  • პროექტის შინაარსიდან გამომდინარე, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც დაფუძნებულია ან/და იმართება 18 იდან 36 წლამდე ასაკის ინდივიდის მიერ.
  • სოციალური საწარმოდან პროექტში ჩართული უნდა იყოს 18- იდან 36 წლამდე ასაკის ორ მონაწილე.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით დამატებითი გასაუბრების მიზნით.
 
პროექტში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა 2024 წლის არაუგვიანეს 30 აპრილისა.
 
განაცხადის ფორმა :   https://forms.gle/q42wTSTmH4qjZ6RKA
 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში  გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მეილზე:
irina_mania@yahoo.com  ან დაგვირეკოთ 593906848
 
ინფორმაცია პროექტის პარტნიორების შესახებ:

IBB Dortmund, გერმანია, https://ibb-d.de/?lang=en

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია, https://crafts.ge/

No Waste Ukraine, უკრაინა, https://nowaste.com.ua/

           

მსგავსი სტატიები
{news_relative_item}