აქსელერატორი სოციალური ინოვატორებისათვის

სიახლეებზე დაბრუნება

 

ინფორმაცია კონკურსის შესახებ:

 

პროექტი „Greenhouse for Social Innovators” იწყებს განაცხადების მიღებას მენტორების შესარჩევ კონკურსზე. თუ  გაქვთ საკუთარი ბიზნესის დაფუძნების და მისი მართვის წარმატებული ისტორია და   მზად ხართ თქვენი გამოცდილება გაუზიაროთ სოციალური საწარმოს, გთავაზობთ მონაწილეობას  აქსელერაციის პროგრამაში.

პროექტი ხორციელდება EU4Youth პროგრამის ფარგლებში. იგი ქართული, უკრაინული და ბელორუსული სოციალური საწარმოებისა და ბიზნეს ტრენერების თავმოყრას და ახალი აქსელერაციის პლატფორმის შექმნას ისახავს მიზნად.

სოციალური საწარმოებისთვის  ბიზნეს საქმიანობა სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების ძირითადი  საშუალებაა. ჩვეულებრივი, მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული საწარმოსაგან განსხვავებით, სოციალურ საწარმოს აქვს ორმაგი მიზანი: ეკონომიკური და სოციალური. რაც უფრო წარმატებულია საწარმო, მით უფრო ეფექტურად აგვარებს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ პრობლემებს. თუმცა ძირითადად სოციალური საწარმოები ბიზნესის სფეროში საზოგადოებრივი სექტორიდან მოდიან და სამეწარმეო საქმიანობის გამოცდილების ნაკლებობას განიცდიან. ამ პრობლემების მოსაგვარებლად მათთვის მნიშვნელოვანია წარმატებული ბიზნესის მხარდაჭერა, ინვესტიციები, ფართო საქმიანი კონტაქტები და ახალი ცოდნა. 

კონკურსის ფარგლებში შერჩეული 15 მენტორი გაივლის სპეციალურ გადამზადებას, რის შედეგადაც 6 თვის განმავლობაში თითოული მათგანი მენტორობას გაუწევს 15  სოციალურ საწარმოდან ერთერთს. მენტორობა მოიცავს დახმარებას მწვანე განვითარებისა და ციფრული  ტექნოლოგიების ინტეგრირებისთვის ახალი ბიზნეს სტრატეგიის შემუშავებაში.

 

რას ვთავაზობთ მომავალ მენტორებს?

 

მენტორების მომზადების ორკვირიან პროგრამას, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • სოციალური მეწარმეობის განვითარების ძირითადი ტენდენციები მსოფლიოში და გავრცელებული მოდელები;
  • სოციალური საწარმოების გავლენის გაზომვა, დაგეგმვა და მართვა;
  • მცირე და საშუალო საწარმოების დიაგნოსტირება 8K მეთოდით;
  • მწვანე ზრდის და Clean Tech-ის მაგალითები; რეგიონისათვის ხელმისაწვდომი „მწვანე ტექნოლოგიები“
  • ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრირება ბიზნესში; IT-Tech ის მაგალითები;
  • მენტორისთვის აუცილებელი უნარების ამაღლება;

ორკვირიანი ტრეინინგი ჩატარდება ფიზიკურ ფორმატში, თბილისში და  შედგება ორი ეტაპისგან:

    • პირველი ეტაპი (6 დღე) ჩატარდება   2024 წლის 17 იდან 22 იანვრის ჩათვლით.
    • მეორე ეტაპი (6 დღე) ჩატარდება მაისში (თარიღი დაზუსტდება მოგვიანებით)

 

რა არის დაგეგმილი  სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ?

 

მენტორობის სასწავლო პროგრამის გავლის შედეგად 2024 წლის ზაფხულში თქვენ მონაწილეობას მიიღებთ  ახალგაზრდა სოციალური მეწარმეების ბუთქემფში, ვარშავაში, (პოლონეთი). ერთკვირიანი ბუთქემფი გააერთიანებს სოციალურ საწარმოებს  საქართველოდან, უკრაინიდან და   ბელორუსიიდან. ბუთქემფის ფარგლებში მენტორები გაეცნობიან სოციალურ საწარმოებს და მონაწილეობას მიიღებენ მათი ბიზნეს მოდელების 8k მეთოდით დიაგნოსტირებაში, რის შედეგადაც მომდევნო 6 თვის განმავლობაში ყოველი მენტორი ერთ სოციალურ საწარმოს გაუწევს პროფესიულ მხარდაჭერას.

მენტორობის პროგრამა  საწარმოების პროდუქციის ხაზების განვითარებასა და სოციალური და ეკონომიკური შედეგების ზრდას ისახავს მიზნად.    მენტორების 6 თვიანი   მუშაობის პროცესი ანაზღაურებული იქნება პროექტის ფარგლებში.

პროექტის დასკვნით ნაწილში გაიმართება B2B შეხვედრა, რომელიც ითვალისწინებს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების და  სოციალურ საწარმოების შეხვედრას, რაც თავის მხრივ, მომავალში ინვესტიციების მოზიდვის და თანამშრომლობის საწინდარი უნდა გახდეს.

შერჩეული კანდიდატებისთვის ზემოთჩამოთვლილ ყველა აქტივობაში მონაწილეობა სავალდებულოა.

გთხოვთ სარეგისტრაციო ფორმის შევსებამდე და მონაწილეობის ინტერესის გამოხატვამდე  გაითვალისწინოთ მოსალოდნელი აქტივობების ინტენსივობა და შეაფასოთ თქვენი ჩართულობის შესაძლებლობა.

გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 10 იანვრისა.

სარეგისტრაციო ფორმა : https://forms.gle/PUknkTyPC3MrCTEH7 

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით დამატებითი გასაუბრების მიზნით.

პროექტის ახალგაზრდობაზე ორიენტირებული მიზნებიდან გამომდინარე პრიორიტეტი მიენიჭებათ 18 იდან 36 წლამდე ასაკის განმცხადებლებს. 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:  irina_mania@yahoo.com. 

 

პროექტის პარტნიორები:

 

IBB Dortmund, გერმანია-  ვებ-გვერდი:    https://ibb-d.de/?lang=en

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია-  ვებ-გვერდი: https://crafts.ge/

No Waste Ukraine, უკრაინა -  ვებ-გვერდი https://nowaste.com.ua/

 

 

მსგავსი სტატიები
{news_relative_item}