პროფესიული განათლება

სიახლეებზე დაბრუნება

25 მაისს The USAID Industry-led Skills Development Program პროექტის - „კერძო სექტორის და დარგობრივი ცოდნის ინტეგრირება არტიზანულ სექტორში პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის“ - ფარგლებში ჩატარდა პირველი შეხვედრა ახალი დარგობრივი უნარების ორგანიზაციის „არტიზან დუოს“ წესდების შემუშავების მიზნით. შეხვედრას დაესწრნენ დარგობრივი ორგანიზაციის დამფუძვნებლები: საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია, საქართველოს ხის დამამუშავებელთა და ავეჯის მწარმოებელთა ასოციაცია - მამუკა ხოშტარია, აფხაზეთის ხის დამამუშავებელთა და ხის ავეჯის მწარმოებელთა ასოციაცია - აკაკი გურგენიძე, ICOMOS საქართველო, ქართული ავეჯის კლასტერი.
შეხვედრაზე განხილული იყო წესდების საკითხები და დარგობრივი რუკის შემუშავების პრინციპები.
დუოს შექმნის მთავარი მიზანი საქართველოში არტიზანულ სექტორში პროფესიული განათლების გაუმჯობესებაა. არტიზანული სექტორი ითვალისწინებს ისეთ მიმართლებებს როგორიცაა ხის, ქვის, მინის, ლითონის, ქსოვილების (ქსოვს, ქარგვა, თელვა და სხვა), ტყავის მხატვრული დამუშავება, სადურგლო საქმე, კერამიკა, მინანქარი, საიველირო საქმე, რესტაცრაცია-კონსერვაციის ხელობები და სხვა.

მსგავსი სტატიები
{news_relative_item}