...
მანანა თავბერიძე

577 962 920

mananatavberidze@hotmail.co

ფიზიკური პირი
კახეთი

ქსოვისა და თელვის ოსტატი მანანა თავბერიძე წარმოშობით ომალოდანაა, თუმცა ამჟამად მისი სახელოსნო „ჯანგარო“ მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ალვანში.
სწორედ იმ გარემომ და ბუნებამ სადაც გაიზარდა ოსტატი, დიდი როლი ითამაშა მისი შემოქმედების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ქ-ნ მანანა პროფესიით მხატვარ-დეკორატორია, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 

ტრადიციული ხელსაქმე ოსტატმა დედისგან ისწავლა. როგორც ის ამბობ 6 წლის ასაკში დედამ შეასწავლა წინდების ქსოვა. დროთა განმავლობაში, კი დაეუფლა ნაბდისა და ფარდაგის თელვას, ხოლო აკაზმებზე (საქსოვი დაზგა) დედასთან ერთად დაიწყო ხურჯინების, ჩულების, ფარდაგების, აბგების ქსოვა. თითოეულ მის ნამუშევარში ასახულია ის ტრადიციები, ეთნოგრაფია, ისტორია, ბუნება სადაც გაიზარდა. „გამორჩევით შემიძლია ვთქვა რომ, ნაქსოვებიდან მაქვს თუშური ხურჯინი, რომელიც 1989 წელს მოვქსოვე და სულ თან მაქვს იმიტომ, რომ ზუსტად ისეთი მოვქსოვე როგორსაც ქსოვდნენ ძველად, თან ძაფი დართულია დედაჩემის ხელით.“-ამბობს ოსტატი.
ქ-ნი მანანა აღნიშნავს, რომ კარგად ახსოვს როგორ ღებავდნენ თუში ქალები მცენარეების გამოყენებით ძაფებს. ოსტატმაც, სწორედ ამ გარემოში ისწავლა ღებვა და დღემდე იყენებს ბუნებრივ საღებავებს, რომელიც იძლევა განსაკუთრებულ ფერებს.
„განსაკუთრებით მომწონს ჯანგაროს საღებავი და ამან გადამაწყვეტინა, რომ სახელოსნოსთვის დამერქმია „ჯანგარო“, სწორედ ამ სახელწოდებით მინდა შევინარჩუნო კავშირი ტრადიციასთან“-აღნიშნავს ოსტატი.
ქ-ნ მანანასთან ერთად სახელოსნოში მოღვაწეობს მისი მეუღლე, გია თორღვაიძე. ბ-ნი გია მინანქრისა და ხის ოსტატია. აღსანიშნავია, რომ ბ-ნ გია ასევე ფლობს თუშური საცხოვრებელი სახლის სიპის ქვით მშენებლობის ტექნოლოგიას. 2015 წელს კესელოს ერთ-ერთი ზედა ციხე და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი ოსტატის მიერ არის აშენებული. როგორც ცნობილია, თუშეთში ხეს აქტიურად იყენებდნენ სამეურნეო და საყოფაცხოვრებო დანიშნულებაში. ხის ჭვირული აივნები ასევე დამახასიათებელია თუშეთის საცხოვრებელი სახლებისთვის. მას შექმნილი აქვს რამდენიმე აივანი და აქვს მიმდინარე შეკვეთებიც.
ოსტატები ზაფხულში თუშეთში მოღვაწეობენ, ხოლო ზამთარში ალვანში ჩამოდიან, სადაც ემზადებიან შემდეგი წლის სეზონისთვის. გარდა ამისა, ბ-ნი გია ქმნის მინანქრისა და ხის კომბინაციის ნამუშევრებს. მის შემოქმედებაშიც განსაკუთრებულად იგრძნობა კავშირი თუშეთთან და იქ არსებულ გარემოსთან. „ჩვენი ოცნება არის პატარა გალერეა გვქონდეს თუშეთში...“-აღნიშნავს ქ-ნი მანანა. სახელოსნოში დასაქმებულებია ადგილობრივი ქალბატონები, გარდა ამისა, მუდმივად არის სურვილი მოსახელობაში მოვიდნენ და შეისწავლონ ტრადიციული ხელსაქმე.
ოსტატები აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებსა თუ პროექტებში. მათ შორის სახელოსნოების I და II საერთაშორისო ფესტივალებზე.