...
ხათუნა ლილუაშვილი

591 000 702

khatunaliluashvili@yahoo.com

ფიზიკური პირი
თბილისი

ხათუნა ლილუაშვილი პროფესიით ექიმია, თუმცა ის დაახლოებით 5 წელია, რაც პოლიმერული თიხისგან ამზადებს სამაკულს. ძალიან დახვეწილია ოსტატის მიერ უწვრილესი დეტალებისგან შექმნილი ნამუშევრები. მისი შთაგონების წყარო მცენარეები და ჩიტებია. „პოლიმერულ თიხაზე მუშაობს გერმანელი ხელოვანი ევა ტისენი. სწორედ მისი სამკაულების ნახვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი მეც შემექმნა მსგავსი ტიპის ნამუშევრები.“ - ამბობს ოსტატი. ქ-ნი ხათუნა აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვებში. მისი ნამუშევრები იყიდება მაღაზია „ეთნოდიზაინში“ თბილისსა და ვარძიაში.