...
ეკატერინე სოსელია

557 202 750

ekalalalaaa@gmail.com

ფიზიკური პირი
აჭარის არ

მინანქრის ოსტატი ეკატერინე სოსელია ცხოვრობს ბათუმში. ოსტატი პროფესიით მუსიკოსია და დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. ბავშვობაში ხახულის ღვთისმშობლის კარედის ნახვის შემდეგ მას მუდამ აინტერესებდა, როგორ იყო შესრულებული მისი დეტალები და შესაბამისად ტიხრულ მინანქარზე მუშაობის პროცესი. დაახლოებით 7 წლის წინ მან ბათუმის სამხატვრო სასწავლებელში შეისწავლა მინანქარზე მუშაობის ტექნიკა. მისი პედაგოგი იყო კერამიკოსი ლია კასპელაშვილი, რომელიც ასევე მინანქარის ოსტატია. ქ-ნი ეკატერინე ქმნის სხვადასხვა ტიპის სამკაულს, მინიატურებს, ხატებს, რომელიც შემკულია ძვირფასი ქვებით. „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევისწავლე ეს ძველი ქართული ტრადიციული საქმე. მიუხედავად შესრულების სირთულისა, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ტიხრულ მინანქარზე მუშაობა, ეს ჩემი საყვარელი საქმიანობაა!“-ამბობს ოსტატი.