...
ნინო ჩიტაიშვილი

577 503 989

ninochitaishvili@yahoo.com

ფიზიკური პირი
თბილისი

ნინო ჩიტაიშვილი პროფესიით მხატვარია, მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მას გაფორმებული აქვს 50-ზე მეტი სპექტაკლი - თბილისის კ. მარჯანიშვილის, მ. თუმანიშვილის, ოპერისა და ბალეტის, მოზარდ მაყურებელთა თეატრებში, თეატრალურ სარდაფში, ჰააგის თეატრში და სხვ. გაფორმებული აქვს ასევე რამდენიმე წიგნი, მათ შორის მნიშვნელოვანია “საბავშვო ვეფხისტყაოსანი” და “ქართული ჯადოსნური ზღაპრები”. რამდენიმე წლის წინ ნინომ თავის შემოქმედებაში სრულიად განსხვავებული ხაზი განავითარა, ეს არის მოხატული ფაიფურის ჭურჭელი. ლურჯი სუფრა, ტიფლისი, ვანის სამკაული… ეს ის თემებია, რომლსაც მხატვარი ფაიფურის ჩაიდნების, ჭიქების, კოვზების, ფილების მოსახატად იყენებს. განსაკუთრებულია ტიფილისის თემაზე მოხატული ჭურჭელი, სადაც საინტერესო სიუჟეტები და სახეებია გამოსახული, რომელიც ძველი, XIX საუკუნის ფოტოებით არის ინსპირირებული. მხატვრის მიერ შექმნილი ნამუშევრები შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზია ეთნოდიზაინში, ასევე ხელნაკეთი ნივთების გაყიდვების პლატფორმა - ეთსიზე.