...
ქეით დეივისი

555 230 282

katieruthdavies@gmail.com

ფიზიკური პირი
თბილისი

ასოციაციის მეგობარი ბრიტანელი ქეით დეივისი, რომელიც უკვე 13 წელია შვილებთან ერთად ცხოვრობს საქართველოში. ქეითი პროფესიით ჟურნალისტია და მუშაობს გაზეთ „Georgia Today”. მას განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს ყველაფერთან, რაც საქართველოს უკავშირდება, ქართული სამზარეულოდან და ღვინოდან დაწყებული, ქვეყნის ზღაპრული ბუნებით, კულტურით, ტრადიციებითა და ხელოვნებით დამთავრებული. რაც შეეხება მის ხელოვნებას ქეითი საკუთარი შემოქმედებით სულს ავლენდა წიგნების წერაში, რომელსაც ქმნიდა ახალგაზრდებისთვის. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ, როგორც ქეითი აღნიშნავს, მისმა დიდი ხნის წინ გადამალულმა მუზამ, რაც მხატვრობას ეხება, კვლავ გამოავლინა თავი. ქვები, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე იქნა შეგროვებული ახალი სიცოცხლე მიენიჭა და გარდაიქმნა, როგორც „ფიროსმანის კენჭები“. გარდა მოხატული ფიროსმანის სხვადასხვა ნამუშევრებისა, ასევე მოცეკვავეების პერსონალური პორტრეტები ტრადიციულ სამოსში, ოსტატს შეუძლია სხვადასხვა მასალაზე, როგორიც არის ქვა, კერამიკა, ტილო და ქაღალდი შეუძლია დახატოს ყველა და ყველაფერი. „ბედნიერი და აღფრთოვანებული ვიყავი, როდესაც კვლავ აღმოვაჩინე ჩემ თავში - მხატვარი. ვიმედოვნებ, რომ სხვებსაც მოეწონება ჩემი ნამუშევრები და ეს საშუალებას მომცემს მოვახდინო საქართველოსა და ქართველი ხალხის პოპულარიზაცია. ჩემთვის ხატვა მხოლოდ სიამოვნებაა! ” გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქეითი ასოციაციის მოხალისეობრივ საქმიანობაშია ჩართული, კონკრეტულად კი სარედაქციო საქმიანობაში. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია და შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენ მაღაზია „ეთნოდიზაინში“.