...
ეფემია ცხვიტავა

599 778 587

efemiatskhvitava95@gmail.com

ფიზიკური პირი
თბილისი

კერამიკოსი ეფემია ცხვიტავა პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა. ის ბავშვობიდან ხატავს და ფერწერისადმი მისმა განსაკუთრებულმა ინტერესმა განსაზღვრა მომავალი პროფესიაც. უშუალოდ კერამიკაზე ორ წელზე მეტია რაც მუშაობს ერთ-ერთ სახელოსნოში. ოსტატი მუდმივად ცდილობს საკუთარი შესაძლებლობებისა და ცოდნის გაღრმავებას და განვითარებას. გარდა ამისა, მას აქვს ტიხრულ მინანქარში მუშაობის გამოცდილებაც. „როგორც ხელოვნებათმცოდნე და მხატვარი ჩემს მთავარ ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს ქართული კედლის მხატვრობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა.“- აღნიშნავს ოსტატი. ეფემია ქმნის სხვადასხვა დანიშნულების ნივთებს სამკაულს, ჭიქებს, ჭიქის სადგამებს, სხვადასხვა აქსესუარებს, სადაც შერწყმულია ძველი და ტრადიციული მოტივები თანამედროვე დიზაინში. თითოეული მისი ნივთი უნიკალური და ინდივიდუალურია. ოსტატის მიერ შექმნილი ნამუშევრები შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზია ეთნოდიზაინში.