...
მზია ბუიღლიშვილი

599 284 397

buiglishvilimzia1@gmail.com

ფიზიკური პირი
აჭარის არ

მზია ბუიღლიშვილი კერვის და ქარგვის ოსტატი ტრადიციული რეწვის სფეროში 26 წელზე მეტია რაც მოღვაწეობს. მუშაობდა ქალაქ თბილისში მ. თოიძის კოლეჯში, ამჟამად კი ასწავლის ქალაქ ბათუმში აჭარის ხალხური ხელოვნების კოლეჯში–ტრადიციული სასცენო ჩაცმულობა აღკაზმულობის დიზაინის განყოფილების ხელმძღვანელად. ოსტატი ამზადებს სხვადასხვა აქსესუარებს, ყაბალახებს, საყელოებს, ხელჩანთებს, საფულეებს, მობილურისა და სათვალეების ჩასადებს და სხვა. რომელთა ორნამენტულ მორთულობაში დომინირებს აჭარისთვის დამახასიათებელი მოტივები. ოსტატი აქტიურად იყო ჩართული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული „ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარების საგრანტო კონკურსში“, სადაც საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან თანამშრომლობით შექმნა პროდუქციის ახალი ხაზი -ტრადიციული მოტივები თანამედროვე დიზაინში. გარდა ამისა, აჭარის მუზეუმებში არსებული კოლექციების გამოყენებით შემუშავდა ახალი დიზაინები და შექმნა მათი პროტოტიპები. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია თბილისში ხელნაკეთი ნივთების მაღაზია „ეთნოდიზაინში“. ოსტატი ასევე აქტიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებში.