...
ომარ სხულანძე

571 557 740

omar.skhulandze@mail.ru

ფიზიკური პირი
სამცხე-ჯავახეთი

ტიხრული მინანქრის ოსტატი ომარ სხულანძე წარმოშობით აფხაზეთიდანაა, ამჟამად ცხოვრობს ქალაქ ბორჯომში. ოსტატს დამთავრებული აქვს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტოსაინჟინრო ფაკულტეტი, თუმცა პარალელურად სწავლას განაგრძობდა ინდუსტრიული დიზაინის მიმართულებით. 1994 წლიდან ოსტატი დაეუფლა მინანქრის ხელოვნებას მხატვარ ირაკლი მეგრელიშვილთან. ბ-ნ ომარს პედაგიური გამოცდილებაც აქვს და ასწავლის ბორჯომის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში და თავის ცოდნას და გამოცდილებას გადასცემს ახალგაზრდა შეგირდებს! ოსტატი ქმნის სამკაულს, მინიატურულ ქანდაკებებს, მინანქრის ფერწერწერულ ნამუშევრებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ოსტატის მიერ ფიროსმანის თემაზე შერულებული ქანდაკებები. ბ-ნი ომარი უკვე დიდი ხანია ასოციაციასთან თანამშრომლობს. ის მონაწილეობას იღებდა პროექტში „ტრადიციული რეწვის ოსტატების ბიზნეს უნარების გაძლიერება ახმეტის მუნიციპალიტეტსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“.