...
მაია ბარათაშვილი

599 207 024

maikobaratashvili@yahoo.com

ფიზიკური პირი

კერამიკის სახელოსნო Unicorn Ceramics მდებარეობს თბილისში და მისი ხელმძღვანელი მხატვარი მაია ბარათაშვილია. მაია დაახლოებით 5 წლის წინ დაინტერესდა კერამიკაზე მუშაობით. დროთა განმავლობაში სამხატვრო აკადემიის კერამიკის სახელოსნოში სიარულის შემდეგ, მან დამოუკიდებლად გააგრძელა თიხაზე მუშაობა. ოსტატი საკუთარი ცოდნის გასაღრმავებლად სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებსა და ვიდეო ლექციებს იყენებდა. დიდი მუშაობის და შრომის შემდეგ დღეს სახელოსნოში იქმნება პატარა ქანდაკებები, სხვადასხვა ტიპის სუვენირები, ინტერიერის აქსესუარები, ჭურჭელი, რომელთა ფორმები და მხატვრული მორთულობა დახვეწილი და განსხვავებულია. „ეს არის ტრადიციულ ცოდნაზე დაფუძნებული თანამედროვე ქართული კერამიკა, სადაც ძირითადად გამოყენებულია ქართული თიხა. ჩემი სურვილია გავაფართოვო ადგილობრივი მასალების გამოყენება მათი ტექნოლოგიურად დამუშავების ხარჯზე და შევქმნა მაღალხარისხიანი ქართული ჭურჭელი.“-აღნიშნავს ოსტატი. გარდა ამისა, მაიას აქვს კერამიკაზე მუშაობის სწავლების გამოცდილებაც და თავის სახელოსნოში ატარებს მასტერკლასებს მსურველებისთვის.