...
ნატო თოფურია

577 741 267

topuria.nato@yahoo.com

ფიზიკური პირი

სათამაშოების ოსტატი ნატო თოფურია ცხოვრობს თბილისში და დამთვარებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ქანდაკების ფაკულტეტი. სწავლის პერიოდში ოსტატი მუშაობდა კერამიკასა და გრაფიკულ დიზაინზე. სათამაშოების შექმნა ბავშვობას უკავშირდება. მისი შემოქმედების შთაგონების წყარო ბავშვობაში ნანახი მომენტებია, ხოლო ერთგვარ საფუძველს მისი მშობლების შემოქმედება და საქმიანობა (ბავშვობაში მათ მიერ ჩემთვის დამზადებული თოჯინები, თოჯინების სახლები ან დახატული პერსონაჟები) წარმოადგენს. გარდა ამისა დიდი გავლენა იქონია ირჟი ტრნკას ანიმაციურმა ფილმმა „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (Jiří Trnka - A Midsummer Night's Dream) რომლის შემდეგ სათამაშოების კეთება ჰობის სახით ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაიწყო. მოგვიანებით ეს გატაცება ოსტატის ძირითად საქმიანობად გადაიქცა. „ტრადიციული რეწვა ჩვენი თუ ნებისმიერი ქვეყვნის ის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ქმნის ამა თუ იმ კულტურას, მის ხასიათსა და იდენტობას.“ - აღნიშნავს ოსტატი. ოსტატი სათამაშოებს ამზადებს როგორც ხელით, ისე საკერავი მანქანის საშუალებით. უკვე ექვსი წელია ფეისბუქ გვერდის დახმარებით მისი ნამუშევრებით ინტერესდებიან არამხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. მისი ნამუშვერების შეძენა შეგიძლია ასევე მარაზია ეთნოდიზაინში.