...
ნინო ბახუტაშვილი

599 121 037

ninobakhuta1@gmail.com

ფიზიკური პირი
კახეთი

სახელოსნო „ფესვებში“ იქმნება ტრადიციული ქიზიყური ფარდაგები. სახელოსნო დაარსდა 2005 წელს და მდებარეობს დედოფლისწყაროში. მისი ხელმძღვანელი ქ-ნი ნინო ბახუტაშვილია. ქ-ნი ნინო პროფესიით არქიტექტორია, თუმცა ბავშვობიდან ჰქონდა დიდი ინტერესი ტრადიციული რეწვისადმი. გარდა ამისა, დიდი გავლენა იქონია იმ გარემომ და სივრცემ, სადაც გაიზარდა ოსტატი. „ვეწევი ტრადიციული ქართული ფარდაგის აღდგენა-განვითარებას, ეთნოგრაფიული მასალებიდან აღვადგინე ბუნებრივი საღებავებით ღებვის ტექნოლოგია.“-აღნინავს ოსტატი. სახელოსნოში ამჟამად დასაქმებულია 8 ადგილობრივი ქალბატონი. აქ ასევე შესაძლებელია ფარდაგის ქსოვის შესწავლაც. გარდა ფარდაგებისა სახელოსნოში ბუნებერივი საღებავების გამოყენებით იქმნება ჩანთები, ხურჯინები, ტრადიციული სამზითვო ჩანთები -მაფრაშები. ქ-ნ ნინოს და მის სახელოსნოს არაერთ ადგილობრივ ფესტივალებსა თუ გამოფენებში აქვს მონაწილეობა მიღებული. „შთაგონების წყარო ტრადიციული ქიზიყური ფარდაგია, რადგანაც ქიზიყის მკვიდრი ვარ და დავიწყებული იყო ეს ტრადიცია გადავწყვიტე კულტურული მემკვიდრეობის ეს დარგი გამეცოცხლებინა, ამაში დამეხმარა ის მემკვიდრეობა, რომელიც ბებიისგან მერგო და ჩემი აკადემიური განათლება.“.