...
Ceramic Studio 1300

591 497 973

ceramicstudio1300@gmail.com

ფიზიკური პირი
თბილისი

Ceramic Studio 1300 კერამიკოსებმა, ირინა ჯიბუტმა და ტასო გომელაურმა დაარსეს 2015 წელს. მას შემდეგ სახელოსნო მუდამ ვითარდება და აგრძელებს შთაბეჭდილების მოხდენას თავისი უნიკალური, დახვეწილი ნამუშევრებით, რომელიც მოიცავს როგორც ყოფით, ისე დეკორატიულ ნივთებს. „ვმუშაობთ ყველა კერამიკული მასალით: თიხა, შამოტი, ფაიფური და სხვა. ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ კერამიკა ამოუწურავ შესაძლებლობებს იძლევა და მასთან მუშაობაც ძალიან სასიამოვნოა, მაინც დიდ შრომასა და მოთმინებას მოითხოვს“ - ამბობს ირინა ჯიბუტი. რთული სამუშაო პროცესის მიუხედავად, როგორც ოსტატი აღნიშნავს, თიხა და სპეციალური კერამიკული საღებავები ექსპერიმენტების დიდ შესაძლებლობებს აძლევს მათ, რაც აშკარა ხდება მათი ნამუშევრების ნახვისას; აქ სადა და სკულპტურული, ჰარმონიული და დინამიკური, ძველი და თანამედროვე ელემენტები თანაარსებობენ. ეს კი, თავის მხრივ, მრავალფეროვანსა და თვითმყოფადს ხდის Ceramic Studio 1300-ის შემოქმედებას. სახელოსნო უკვე 9 წელია არსებობს. ირინა ჯიბუტისა და ტასო გომელაურის თაოსნობით ის მუდმივად ახლის ძიებაშია და განაგრძობს განვითარებას.