...
ნინო შაკიაშვილი

ninoshaki222@gmail.com

ფიზიკური პირი

ნინო პროფესიით ეკონომისტია, ასევე მარკეტინგის, ტურმიზმის და სასტუმრო საქმის სპეციალისტია, თუმცა ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ტრადიციული ხელსაქმით და ადრეული ასაკიდან ფლობდა გობელენის ქსოვის ტექნიკას, ასევე კერავდა და ქარგავდა. პოლიმერულ თიხაზე მუშაობა ოსტატმა 2012 წლიდან დაიწყო, რომელიც შემდგომში დამოუკიდებლად განავითარა და დახვეწა. ნინო ამზადებს ჭურჭელს, ინტერიერის აქსესუარებს, დეკორატიულ კომპოზიციებს, აქსესუარებს, სუვენირებს. „დიდი სურვილი მაქვს ჩემს ნამუშევრებში იგრძნობოდეს ქართული ხასიათი და უნიკალურობა, ჰქონდეს რაიმე ისეთი განმასხვავებელი ნიშანი, რითაც ამოიცნობენ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც რომ ეს ნამუშევარი არის ქართული.“ - აღნიშნავს ოსტატი.