...
დრო

Drornaments@gmail.com

ფიზიკური პირი
თბილისი

სახელოსნო დაარსდა 2021 წელს, სადაც იქმნება სუფრები და ბალიშები ქართული ორნამენტების, მინიატურების, ქსოვილებისა და სხვა  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინსპირაციით. ქართული კულტურისადმი დიდმა სიყვარულმა გააერთიანა  მეგობრები ნათია ლობჟანიძე და ნინო ინჯია, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მათი მიზანია გააცნონ ისტორია თავიანთი ხედვით, რომელიც ყოველდღიურობის ნაწილი იქნება და გაალამაზებს ყველა მომხმარებლის სახლის ინტერიერს. „თითოეულ ნივთს დიდი სიყვარულით და განსაკუთრებული ყურადღებით ვამზადებთ. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროდუქტის ხარისხია, შესაბამისად მაგიდის გადასაფარებლები მზადდება შესაბამისი ტექსტილით, რომელიც არ იღებს სითხის წვეთებს და ძალიან პრაქტიკულია ყოველდღიური გამოყენებისთვის.“-აღნიშნავს ნათია. თითოეულ სუფრას მოყვება შესაბამისი ბარათი, სადაც წარმოდგენილია გამოსახული ორნამენტის ისტორია, თარიღი და ყველა საჭირო ინფორმაცია. ოსტატები ფიქრობენ თავიანთი საქმიანობის გამრავალფეროვნებას და სუფრებთან ერთად კერამიკის ოსტატებთან ერთად შექმანან კერამიკული ნაწარმი, გარდა ამისა „დრო“ საკუთარი მაღაზიის გახსნას აპირებს, სადაც მომხმარებელი პროდუქციას ადგილზე დაათვალიერებს და შეიძენს.