...
უჩა ზედგენიძე

593 538 887

GeorgianSaddle@gmail.com

ფიზიკური პირი
სამცხე-ჯავახეთი

რუკაზე ნახვა

უჩა ზედგენიძე, ტყავის უნაგირების ოსტატია ქალაქ ახალციხიდან. ოსტატი აღნიშნულ ხელსაქმეს გვიან დაეუფლა. პირველი უნაგირი მან 47 წლის ასაკში მეგობრის ცხენისთვის დაამზადა. ასე გაიცნო მისი საქმიანობა მთელმა საქართველომ და ვინაიდან ქვეყანაში სულ რამდენიმე ოსტატი აგრძელებს ამ ტრადიციას ის ცდილობს მუდმივად განვითარდეს და ქართველ და საერთაშორისო მომხმარებელს მაღალი ხარისხის ნამუშევრები შესთავაზოს. უნაგირების შექმნის პროცესში მთელი ოჯახი არის ჩართული. ყველას განაწილებული აქვს შრომა, რომ უფრო ეფექტურად იმუშაონ და თვის მანძილზე ბევრი საინტერესო შეკვეთა შეასრულონ. “კეხი, წინსაფარი, აღვირი, მუცლის ქამარი, სამკერდული, ლაგამი და საკუდი- ეს უნაგირის აუცილებელი ნაწილებია, რომელიც გულდასმით მუშაობას მოითხოვს, რომ ადამიანმა თავისუფლად და ლაღად იგრძნოს თავი ცხენოსნობისას. ამ დარგის შენარჩუნება განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეა. დღეს ახალგაზრდებს არ სურთ ამ ხელობის გაგრძელება, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის დარგის სიცოცხლისუნარიანობას და მის სამომავლო განვითარებას.“- აღნიშნავს ოსტატი. უნაგირების შექმნის პარალელურად ოსტატის ოჯახის წევრები ამზადებენ ტყავის საფულეებს, ხურჯინებს, ჩანთებს და სხვა. რომ უფრო ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი გახდეს მათი შემოქმედება განსხვავებული მომხმარებლისთვის. „ჩემი სახელოსნო ახალციხეში მდებარეობს. ჩემთან მოსულ სტუმარს საშუალება ექნება რომ დეტალურად გაეცნოს უნაგირების და ცხენოსნობისათვის აუცილებელი აქსესუარების შექმნის პროცესაა და თავად მიიღოს მონაწილეობა მასტერკლასში.“-ამბობს ოსტატი.

ჩემი ადგილმდებარეობა რუკაზე