2022 საქართველო პირველად შეურთდა მხატვრული რეწვის ევროპულ დღეებს, რომელიც ჩატარდა 28.03-03.04 ჩათვლით, სადაც ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქალაქის მუზეუმებმა, გალერეებმა, ტრადიციული რეწვის სახელოსნობმა. კვირეულის ფარგლებში მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ უფასო ტურებს მუზეუმების ლაბორატორიებში, საექპოზიციო დარბაზებში. გარდა ამისა, წინასწარი რეგისტრაციით დაორგანიზებული იყო ვიზიტი სხვადასხვა სახელოსნოებში. ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობა მიიღო 7 მუზეუმმა, მათ შორის ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი "ბორჯღალო" ბათუმში, ქუთაისის ისტორიული მუზეუმი, ბოლნისის მუზეუმი და ასევე გორში გიორგი ტატულაშვილის სახელოსნო-მუზეუმი. გარდა ამისა, მონაწილეობდა 6 გალერეა, 14 არტ-სტუდიო. ღონისძიება, მიზნად ისახავდა დარგის განვითარებასა და ცნობადობის ამაღლებას ევროპაში, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას, მედიასა და ადგილობრივ ხელმძღვანელობას.

ღონისძიებას კოორდინირებას უწევედნენ საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი.