წლის საუკეთესო ოსტატი

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია კონკურსს „წლის საუკეთესო ოსტატი“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დეპატრამენტთან თანამშრომლობით ახორციელებს, რომელსაც საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. კონკურსის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ტრადიციული რეწვის სფეროში მოღვაწე ოსტატები და წარმოაჩინოს მათი ღვაწლი. წლების განმავლობაში იცვლებოდა ნომინაციები, ხოლო გამარჯვებულების გამოვლენა სპეციალურად დაკომპლექტებული კომისიის მიერ, შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით ხორციელდა.

 2015 წელს
  • პირველი ადგილის მფლობელი გახდა ქარგვის დამსახურებული ოსტატი ქალბატონი ეთერ უროტაძე.
  • მეორე ადგილის მფლობელები გახდნენ-ნანული აზიკური, ელისო არაბული და მარიამ ჟუჟუნაძე.
  • მესამე ადგილზე გავიდა სამკაულის და მინანქრის ოსტატი ივანე კოკაია.
2016 წლის ნოინაცია გახდა „წლის ოსტატი- პედაგოგი“-ის

კონკურსის შედეგად წელს გამოვლინდა 4 გამარჯვებული, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ტრადიციული რეწვის დარგის პედაგოგიურ საქმიანობაში:

  • პირველი ადგილის მფლობელი გახდა ზაზა გათენაშვილი- ხის მხატვრული დამუშავების ოსტატი წეროვანიდან, რომელსაც აღზრდილი ყავს 50 ამდე ოსტატი.
  • თინათინ დათაშვილი, ტექსტილის ოსტატი - სოფ. მაღაროსკარი, ფშავი,
  • ნანა სუხაშვილი- თექის ოსტატი თბილისიდან.
2017 წლის ნომინაცია გახდა „წლის საუკეთესო ოსტატი-შეგირდი“ -
  • პირველი პრიზი - ნინო იაკობიშვილი (ფარდაგების ქსოვა), სახელოსნო "ფესვები", პედაგოგი-ნინო ბახუტაშვილი;
  • მეორე პრიზი – მარიამ მელთაური, ზაზა გათენაშვილის ხის სახელოსნო წეროვანში (ხეზე კვეთა);
  • მესამე პრიზი – მიხეილ მარიამიძე, ემზარ კუხალაშვილის ხის სახელოსნო გორში (ხეზე/ქვაზე კვეთა)
 2018 წლის ნომინაცია გახდა "ყველაზე ინტერაქტიული სახელოსნო"
  • პირველი ადგილი მიენიჭა სახელოსნოს - „მოხეური თექა“;
  • მეორე პრიზი გადაეცა „არაბული ART-HOUSE“ და ასევე სახელოსნოს „თუშური ფარდაგი“;
  • ხოლო მესამე ადგილი მიენიჭა სახელოსნო - „იკორთას“.

გარდა ამისა, ასოციაციამ საპატიო წევრობის სტატუსი მიენიჭა - გიორგი ტატულაშვილის კერამიკულ სახელოსნოს და ასევე აბრეშუმის სახელოსნოს „აბრეშუმხვიას“.

2019 წლის ნომინაცია გახდა  “ტრადიციული რეწვის სახელოსნოები სოციალური ცვლილებებისთვის”

კონკურსისი ფარგლებში პირველი ადგილის მფლობელი გახდა

  • სოციალური საწარმო იკორთა.
  • მეორე ადგილზე გავიდა სოფელ დუისის თექის სახელოსნო
  • ხოლო მესამე ადგილი მფლობელი გახდა კერამიკის სახელოსნო "პოტერია".

გარდა ამისა, სტუდიო "ჰობი ჰაუსს", რომელიც მდებარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტში, მიენიჭა საპატიო წევრის სტატუსი.

 2020 წლის ნომინაცია გახდა „კრიზისთან ადაპტაციის საუკეთესო მაგალითი“
  • პირველი ადგილის მფლობელი გახდა სახელოსნო „ქათამურა“,
  • მეორე ადგილზე კი გავიდნენ „ატელიე სადა“ და თექის სახელოსნო „ლაზარე“.

24