აჭარის სოფლად მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარება
აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ტრადიციული რეწვის ასოციაციამ განახორციელა პროექტი სახელწოდებით " აჭარის სოფლად მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარება". პროექტის ფარგლებში აჭარაში მცხოვრებმა ტრადიციული რეწვის ოსტატებმა თანამედროვე ბაზრის შესაბამისი პროდუქცია შექმნეს.
„სოფლად მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარების პროექტის“ ფარგლებში ჩატარდა ბაზარზე ორიენტირებული პროდუქციის განვითარების ტრენინგები და დარგობრივი ვორკშოპები (სხვადასხვა მიმართულებით: კერძოდ, ხის მხატვრული დამუშავება, წნული, ქსოვა, ქარგვა, სამკაულების დამზადება და სხვა). გარდა ამისა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ტრენინგებზე დაყრდნობით შეიქმნა ტრადიციული რეწვის პროდუქციის განახლებული ხაზი (დიზაინი, ფუნქციური ჯგუფები) და მოეწყობა ტრადიციული რეწვის პროდუქციისათვის გამოფენები.