პროექტი "თბილისში თემის ჩართულობით ტრადიციულ ეკონომიკურ საქმიანობებთან დაკავშირებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია" დაფინანსებულია შ.პ.ს. ოინგ შინ ჰუა იუნის მიერ UNESCO-ს პროგრამის „არამატერიალური მემკვიდრეობა, შემოქმდებითობა და ქალაქების მდგრადი განვითარება“ ფარგლებში.
პროექტის მიზანია:
- UNESCO-ს მიერ შემუშავებული ინვენტარიზაციის მეთოდოლოგიის ურბანულ გარემოში ტესტირება, რაც გულისხმობს ინვენტარიზაციის პროცესში ქალაქის მოსახლოების აქტიურ ჩართულობას.
- თემის ჩართულობით ინვენტარიზაციის მეთოდოლოგიის შესახებ ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირება და ამ მიმართულებით მათი უნარების ამაღლება.
- ურბანულ გარემოში აკმ-ს პრაქტიცირებასთან დაკავშირებული თავისებურებების და არსებული გამოწვევების გამოვლენა.
- რეკომენდაციების შემუშავება ურბანულ გარემოში აკმ-ს ელემენტების შენარჩუნებისა და სახელმწიფო პოლიტიკაში ინტეგრირებისთვის.
- ფართო საზოგადოების ინფორმირება ურბანულ გარემოში აკმ-ს პრაქტიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, თემის ჩართულობის როლზე და ზოგადად აკმ-ს წვლილზე ქალაქების მდგრად განვითარებაში.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ 8 თვის განმავლობაში და ითვალისწინებდა ინვენტარიზაციის პროცესში ქალაქის მოსახლოების აქტიურ ჩართულობას. პროექტმა თავი მოუყარა სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მემკვიდრეობის სპეციალისტებს და ადგილობრივ ფასილიტატორებს, რათა აემაღლებინა მათი ცოდნა ურბანულ გარემოში აკმ-ს პრაქტიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, თემის ჩართულობის როლზე და ზოგადად აკმ-ს წვლილზე ქალაქების მდგრად განვითარებაში. პროექტის აქტივობები მოიცავდა თემთან კონსულტაციებს და შეხვედრებს, ტრეინინგებს, საველე ინვენტარიზაციას (აუდიოვიზუალური ჩანაწერები, კითხვარები, არასტრუქტურირებული გასაუბრება და ა.შ). პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვიდეო-ისტორიები, რომელთა პრეზენტაცია გაიმართა 4-11 ივლისს, 2021 წელს „თბილისის ცოცხალი მემკვიდრეობის ონლაინ კვირეულის" ფარგლებში.
გვერდის მასალა