მოთხოვნა ფასის შეთავაზებაზე 03/10

სიახლეებზე დაბრუნება

ა (ა)იპ საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია აცხადებს მოთხოვნას ფასის შეთავაზებაზე ღონისძიებისთვის „B2B შეხვედრა სოციალური საწარმოებისათვის“  სივრცის უზრუნველყოფაზე 2025 წლის 1 აპრილს,    რომელიც ხორციელდება ევროკავშირის პროგრამის „EU4Youth phase III Youth Employment and Entrepreneurship” დაფინანსებით

მოთხოვნა ფასის შეთავაზებაზე ხორციელდება კონტრაქტის  ENI/2021/423-431-01-0011 ფარგლებში.

დამკვეთი: ა (ა)იპ საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია

საკონტაქტო პირი: ირინა მანია, irina_mania@yahoo.com

ღონისძიების ჩატარების თარიღი: 1 აპრილი,2025.

მონაწილეების  რაოდენობაა: მაქს. 60 ადამიანი.

კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს  შემდეგი მომსახურეობები:

 

ღონისძების სივრცით უზრუნველყოფა

 

შეხვედრების  დარბაზის ქირაობა ღონისძიების „B2B შეხვედრა სოციალურ საწარმოებთან” 1 აპრილს, რომელიც იტევს მინიმუმ 60 ადამიანს.

მომსახურეობა მოიცავს 31 მარტს და 1 აპრილს ღონისძიების სივრცის ქირაობას.

სივრცეების  ტექნიკური მახასიათებლები:

  • მთავარი დარბაზი- მინ. 70 კვ.მ ფართი;
  • სკამების განლაგების პრინციპი ე.წ თეატრალური პრინციპით;
  • მინ.3 დამატებითი სივრცე მასტერკლასისთვის;
  • მინ.2 მაგიდა თითო ოთახში მასტერკლასისთვის
  • სწრაფი ინტერნეტი (wi-fi);
  • გათბობის და კონდიცირების გამართული სისტემა.
  • უსადენო მიკროფონი- მინ ერთი
  • მინ. ორი პროექტორი

მომსახურეობა მოიცავს მაგიდების და სკამების განლაგებას დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილზე. დამკვეთი წინასწარ აცნობებს კონტრაქტორს მაგიდების და სკამების საჭირო რაოდენობას.

სავალდებულო დოკუმენტაცია :

 

  • შევსებული ფასის შეთავაზების ფორმა, ფასის მითითებით ლარში (დღგ-ს გარეშე);

 

შერჩევის კრიტერიუმები

 

მიღებული ფასების წინადადებები  შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • მომსახურეობების განხორციელების ყველაზე დაბალი ჯამური თანხა.
  • ღონისძიების დამატებითი სივრცეების შესაბამისობა მასტერკლასების ფორმატთან.
  • მდებარეობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.

საფასო შეთავაზება უნდა იყოს წარმოდგენილი არაუგვიანეს 20 მარტის ჩათვლით, 2025  ელ-ფოსტის მისამართზე irina_mania@yahoo.com.

ფასის შეთავაზების ფორმა:  https://rb.gy/0ny3hz

სხვა პირობები:

  • გაწეული მომსახურების მიღებისა და გადაცემის წესი: ხელშეკრულების პირობების მიხედვით.
  • გადახდის პირობები: ხელშეკრულების პირობების მიხედვით.
  • მითითებული ფასის წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე.
  • შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 20 მარტისა
  • მომსახურეობის გადამხდელია: ააიპ საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია

მსგავსი სტატიები
{news_relative_item}