10-17 ოქტომბერს, 2020 გაიმართა „ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ონლაინ ფესტივალი“. ფესტივალი მიზნად ისახავს ტრადიციული ხელობების პოპულარიზაციას, ტრადიციული ტექნიკის დოკუმენტაციას და ფართო საზოგადოებაში ოსტატების ცნობადობის ამაღლებას.
ფესტივალი ჩატარდა სოციალური მედია-კამპანიის სახით, რომლის ფარგლებშიც წარმოგიდგენილ იქნა ვიდეო-მასტერკლასები, გაზიარდა ისტორიები რეწვის ოსტატების შესახებ გარდა ამისა, ჩატარდა ონლაინ შეხვედრები და სემინარები.
კამპანიის ნაწილი ასევე გაზიარდა ლონდონის რეწვის კვირეულის ფარგლებში გამართული Create Day-ს პლატფორმაზე, ასევე საქართველო ტრადიციული რეწვის ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციების Michelangelo Foundation და World Crafts Council/Europe-ის სოციალურ ქსელებში.
ფესტივალის მხარდამჭერია USAID ზრდა პროექტი საქართველოში.
გვერდის მასალა