...
ირინა სალმინა

593 556 673

irinasalmina@gmail.com

ფიზიკური პირი
თბილისი

კერამიკოსი ირინა სალმინა პროფესიით ინჟინერ ტექნიკოსია და გარკვეული ხნის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა კომპანიაში ინჟინერიის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით. საკუთარი პროფესიის მიუხედავად, ოსტატი მუდამ ძიებაში იყო, ეპოვა ის საქმე, რაც მას ნამდვილად მიანიჭებდა სიამოვნებას. სწორედ ეს საქმე აღმოჩნდა კერამიკა და მასთან მუშაობა. „კერამიკის ანბანი თავდაპირველად გამაცნო გიგიშა პაჭკორიამ. ამ ხელოვნებამ იმდენად გამიტაცა, რომ მივატოვე კომპიუტერული ქსელების ინჟინერია და დამოუკიდებლად გავაგრძელე განვითარება. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მიყვარს რთული თავსატეხები და გამოგონებები და ზუსტად ამითი დაიწყო ჩემი ექსპერიმენტები ძერწვის ტექნიკაზე.“- ამბობს ოსტატი. ირინამ დააარსა სახელოსნო სახელად „მესს სერამიკს“, სადაც ატარებს სხვადასხვა ექსპერიმენტებს და ქმნის განსხვავებული ზედაპირის ფაქტურის მქონდა ინტერიერის აქსესუარებს, დეკორატიულ კომპოზიციებს, სკულპტურებს და კედლის ინსტალაციებს. გარდა ამისა, ოსტატს აქვს კერამიკაზე სწავლების გამოცდილება და თავის სახელოსნოში ატარებს მასტერკლასებს მსურველებისთვის. „განსაკუთრებით მომწონს მუშაობა განხსვავებული ზედაპირების ფაქტურებზე, რომლებიც არატრადიციულია კერამიკაში - მაგალითად ქსოვილი, ქვიშა და სხვა. რაც შეეხება ფორმების შექმნას, ეს ყოვეთვის არის შეგრძნების დონეზე, ყოველთვის სრული იმპროვიზაციაა. შთაგონება არის ყველგან და ყველაფერში.“ -აღნიშნავს ირინა. ის აქტიურად იღებს მონაწილეობას ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენებსა და ბიენალეებზე.