სახელოსნო
CeramicArt
japaridzeart@gmail.com
კერამიკარტი ორი კერამიკოს დიზაინერის და მეგობრის, ანა ჯაფარიძისა და ნინო კოპალაძის შემოქმედებითი ლაბორატორიაა, რომელიც 2006 წელს დაარსდა .
აქ თანამედროვე დიზაინი კულტურულ მემკვიდრეობას ერწყმის, სადაც თბილისური ყოველდღიურობა და ისტორიული არქიტექტურის ფრაგმენტები ფუნქციურ ფორმებად გარდაიქმნება.
კერამიკარტისთვის კერამიკა მედიუმია, რომლითაც ქალაქის ურბანულ მეხსიერებას ვინახავთ.
ნამუშევრების შექმნის პროცესი რთული და ექსპერიმენტულია, ყოველი ნივთი უნიკალურია და რთულია მისი განმეორება. მათი საქმიანობა მოიცავს როგორც დეკორატიული, ისე ფუნქციური კერამიკული ნივთების შექმნას – ფინჯნების, თეფშების, სხვადასხვა სახის სუფრის ჭურჭლისა და ინტერიერის ობიექტების დამზადებას.
შემოქმედებითი შთაგონების მთავარი წყარო მათთვის ბუნება და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაა. ძველი თბილისის აივნების არქიტექტურული დეტალები, ტრადიციული ქსოვილების ორნამენტები და ისტორიული ქართული ჭურჭლის ფორმები ხშირად აისახება მათ ნამუშევრებში. თუმცა, ეს ელემენტები პირდაპირი კოპირების გზით არ გადმოაქვთ – ისინი მათ თანამედროვე ინტერპრეტაციას სთავაზობენ და ყოველდღიური გამოყენების საგნებში ახლებურად აცოცხლებენ.
მათი ყველაზე ცნობილ კოლექციებს შორისაა ძველი თბილისის აივნებისთვის დამახასიათებელი აჟურული ორნამენტებით გაფორმებული ფინჯნები და სუფრის ჭურჭელი, რომელიც შთაგონებულია ქართული ლურჯი სუფრების დეკორატიული მოტივებით. ამ ნამუშევრებზე ხშირად გვხვდება ზოომორფული და ანთროპომორფული გამოსახულებები – ირმები, ხარირემები, ლომები, თევზები, ფრინველები და ადამიანის ფიგურები. სწორედ ამ კოლექციებმა მოუტანა მათ ფართო აღიარება და განსაკუთრებული სიყვარული საზოგადოების მხრიდან.
პარალელურად, სახელოსნო ცოდნის გაზიარების სივრცეცაა.
კერამიკარტის ხედვაა შექმნას კერამიკა, რომელიც არა მხოლოდ ესთეტიკურია, არამედ ატარებს ამ კულტურის და ეპოქის კვალს.