წლის საუკეთესო ოსტატი 2021

წლის ნომინაცია „დაკარგვის საფრთხის ქვეშ მყოფი დარგები”

სიახლეებზე დაბრუნება

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია აგრძელებს „წლის საუკეთესო ოსტატის“ კონკურსს, რომელსაც საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. კონკურსის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ტრადიციული რეწვის სფეროში მოღვაწე ოსტატები და წარმოაჩინოს მათი ღვაწლი.

მიმდინარე წლის კონკურსის ნომინაციად შეირჩა „დაკარგვის საფრთხის ქვეშ მყოფი დარგები. გლობალიზაციამ ისევე როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სხვა დარგებს, დიდი საფრთხე შეუქმნა ადგილობრივი ხელოსნობის ტრადიციებსაც. გარდა ამისა, ტრადიციული რეწვის სიცოცხლისუნარიანობას საფრთხეს ახალგაზრდების მხრიდან დაბალი დაინტერესება იწვევს, რაც აფერხებს თაობიდან თაობაზე ცოდნის გადაცემას და ტრადიციული ტექნიკების დაკარგვის საშიშროებას ქმნის.  ამდენად, წლევანდელი ნომინაციის მიზანია გამოავლინოს დაკარგვის პირობის მყოფი დარგები და ის სახელოსნოები, რომლებიც ცდილობენ ამ დარგის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას.

 კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

ტრადიციული რეწვის ინდივიდუალურ ოსტატებს და სახელოსნოებს, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები;

შეფასების კრიტერიუმები

შეფასებისას გამოყენებული იქნება შემდეგი სისტემა (ქულათა მაქსიმალური რაოდენობა - 100)

* შეფასდება განაცხადის ფორმაში მოცემული ინფორმაციაზე დაყრდნობით

კრიტერიუმი

ქულა (სულ 100)

დარგის წინაშე არსებული რისკები/ოსტატის ხელობის უნიკალურობა

40

ოსტატის პედაგოგიური გამოცდილება

20

ნამუშევრების ხარისხი

30

ახალგაზრდების მოზიდვის პერსპექტივები/დარგის სამომავლო სიცოცხლისუნარიანობა

10

 

მოწვეული ჟიური, 2022 წლის  3 მარტს საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის წლიურ სხდომაზე გამოავლენს გამარჯვებულ ოსტატებს/სახელოსნოებს:

წელს დაჯილდოვების პარტნიორია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, რომელიც ფულად ჯილდოს გადასცემს გამარჯვებულს.

  • პირველი პრიზი - ფულადი ჯილდო  500 ლარი
  • მეორე პრიზი - საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის ოფასო წევრობა ერთი წლის მანძილზე

 

ადები და პროცედურა

მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 1 მარტის ჩათვლით უნდა შეავსონ ონლაინ განაცხადის ფორმა და წარმოადგინონ მოთხოვნილი ფოტო/ვიდეო მასალა. 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ

საკონტაქტო პირი: მაკუნა ჯალაღონია , +995 557895665

ელ-ფოსტა: jalaghonia.makuna@gmail.com , info@crafts.ge

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია , მისამართი: ხორავას #9, თბილისი.

 

მსგავსი სტატიები
{news_relative_item}