სააღდგომო

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია სააღდგომო გამოფენა-გაყიდვას 2016 წლიდან ახორციელებს. გამოფენას სხვადასხვა წელს ყავდა სხვადასხვა დონორები: ამერიკის საელჩო, USAID Zrda Activity in Georgia, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა.

გამოფენის დაწყებამდე ოსტატებისთვის ტარდება პროდუქციის განვითარების ტრენინგი, სადაც ასოციაციის ხელმძღვანელი მონაწილეებს აცნობს მიმდინარე წლის ტრენდებს, საინსპირაციო ნამუშევრებს და ა.შ. გარდა ამისა, იმართება საკონსულტაციო შეხვედრები ოსტატებისთვის. გამოფენაზე მონაწილეობას იღებს 70-მდე ოსტატი მთელი საქართველოდან. გაყიდული ნამუშვრების ნავაჭრი წლიდან წლამდე მუდმივად იზრდება. აღნიშნული აქტივობის მიზანია ხელი შეუწყოს ოსტატებს თავიანთი პროდუქციის განვითარებაში, რეალიზაციაში ადგილობრივ ბაზარზე და ასევე ფინანსური შემოსავლების გაზრდაში.